Sunday, November 16, 2014

მეცხრე დღე

დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები და მოვაწოდეთ საინტერესო იდეები. მადლობა ქალბატონ ლალის ჩვენზე გაწეული შრომისთვის!

Saturday, November 15, 2014

მერვე დღე

გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს ინტელის ბიილიოთეკიდან  და    ჩამოვტვირთეთ ჩვენს  საქაღალდეში     ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ . შევავსეთ შაბლონი ,ჩამოვტვირტეთ ჩვენს საქაღალდეში,შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე.ჩვენი საკუთარი პორტფელიო ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.დიდი მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი კარგი სწავლებისთვის!

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით სასწავლო პროცედურების ნიმუშებს.განვიხილეთ ისინი. დავალებად მოგვეცა ჩვენი პროექტის სასწავლო პროცედურების შევსება

Sunday, November 9, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

, მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება შეფასებაში, გავეცანით ინტელის ბიბლიოთეკაში არსებული რუბრიკებს,ჩამოვტვირთეთ ჩვენს საქაღალდეში.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომზე  და  გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე

Saturday, November 8, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს დღე იყო საკმაოდ შრომატევადი და ბევრის მომცემი. გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა,ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, მოვამზადეთ პორთველიოს პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. დავალებად მოგვეცა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.

პორტფოლიოს პრეზენტაცია















https://drive.google.com/file/d/0Bwho5q_-z25RVWdVNHIwZFNsR0U/view?usp=sharing

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკიხვები

ზოგადი კითხვა:         
                                        1. როგორ დამეხმარებამათემატიკა სამყაროს შეცნობაში?


თემატური კითხვები:

                                         1.რაში მეხმარება მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი                                                                   მახასიათებლების ცოდნა?

                                   

შინაარსობრივი კითხვები :
                                    
                                        1.რა არის დიაგრამა?

                                        2.რა სახის დიაგრამები ვიცით?

                                        3..როგორ გამოვსახოთ გრაფიკულად მონაცემთა ერთობლიობა?
               
                                   
                                     
                                       

Saturday, November 1, 2014

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა,,სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ სტანდარტები და ინდიკატორები,რომელიც დაგვჭირდება პროექტის შესრულების დროს ვისწავლეთ ბლოგში გვერდების ჩამატება. მოსწავლის ამოცანები განვათავსეთ ბლოგზე,  ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა.მომდევნო დღისათვის მოგვეცა დავალება შეგვერჩია მოსწავლის  სასწავლო მიზნები და გავაკეთოთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგზე,

პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ;
მოიიძიონ   ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებ-გვერზე გამოქვეყნებული  გამოცდების  შედეგების სტატისტიკური მონაცემები და ჩაატარონ მისი პირველადი ანალიზი;
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარებენ კვლევას- აბიტურიენტთა ცოდნის შეფასება საგნების მიხედვით
გააკეთებენ ანალიზს, მოახდენენ შედეგების  შეფასებას და შექმნიან  მათემატიკურ მოდელს(ააგებენ შესაბამის დიაგრამებს)
წარმოადგენენ პრეზენტაციას

ჩემი პროექტის იდეა

სტატისტიკას 21 ე საუკუნეში მნისვნელოვანი ადგილი უკავია. მის გარეშე თითქმის შეუძლებელია რომელიმე სფეროს წარმოება -განვითარება.ამისთვის საჭიროა სტატისტიკური მახასიათებლების ცოდნა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ  და შეისწავლიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებ-გვერძე გამოქვეყნებული პირველად მონაცემებს. ამისათვის გამოიყენებენ სტატისტიკური მონაცემების დამუშავების, თვალსაჩინოდ წარმოდგენის, მახასიათებლების გამოთვლის წესებს და გააგრძელებენ მონაცემების დამუშავებას; მაგ. აბიტურიენტთა ცოდნის შეფასება საგნების მიხედვით, მათემატიკის გამოცდაზე გამჟრავნებული ცოდნის მნიშვნელობა გრანტის აღების საკითხში.  პროექტის მიზანია -შეგროვილი მონაცემების საფუძველზემოსწავლეები შექმნიან მათემატიკურ მოდელს, ააგებენ შესაბამის დიაგრამებს,აღმოაჩენენ კანონზომიერებას და წარმოადგენენ პრეზენტაციას

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

პირველი სამუშაო დღე იყო სიახლეებით სავსე. გავეცანით "ინტელის' სწავლების კურსის მიზნებს ,განვიხილეთ სახელმძღვანელო. შევქმენით პორტფელიო.დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. მადლობა ლალი გიგაურს.